წყლის პრობლემა სოფელ სინდიეთში

14 მარტი 2021, 12:15 688 ნახვა

წყლის პრობლემა ხელვაჩაურში. სოფელ სინდიეთის მოსახლეობა  წყალმომარაგების სისტემის მონტაჟს ითხოვს. ამბობენ, რომ მოსახლეობის რაოდენობის ზრდასთან ერთად შემცირდა წყლის დებეტი.

შიშობენ,  რომ უწყლობის გამო გასული წლების მსგავსად, წელსაც ნაკლებ მოსავალს მიიღებენ. პრობლემის შესახებ იციან ხელვაჩაურის მერიაში.

მერი ჯუმბერ ვარდმანიძე აცხადებს,  რომ მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტში  სინდიეთის წყალმომარაგებისთვის ცენტრალიზებული მილსადენის მშენებლობა იგეგმება, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან   178  ათას ლარამდე დაიხარჯება.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში