პროკურატურამ ყვარელში ტრეფიკინგის ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარუდგინა

13 მარტი 2021, 12:05 1005 ნახვა

საქართველოს პროკურატურამ ტრეფიკინგის ფაქტზე დაკავებულს  ბრალდება  წარუდგინა და სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმე ეხება სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით ადამიანით ვაჭრობას, რამაც დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. შემთხვევა კახეთში მოხდა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ  ბრალდებულმა 2019 წელს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე სამუშაოდ მასთან ყვარლის რაიონის სოფელ გავაზში დროებით სარგებლობაში მქონე ფერმაში მიიწვია და  საცხოვრებლად სათანადო პირობებს დაჰპირდა, თუმცა პასპორტი ჩამოართვა,  ფიზიკურად ძალადობდა მასზე და აიძულებდა მუშაობას.  

გამოძიების ინფორმაციით, მიღებული დაზიანებების შედეგად რუსეთის მოქალაქე 10 მარტს გარდაიცვალა.სამართალდამცველებმა  ბრალდებული 11 მარტს დააკავეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 15-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი