საქართველოში კორონავირუსის 332 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 12 პაციენტი

12 მარტი 2021, 10:57 823 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 332 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

გასული 24 საათის განმავლობაში ვირუსი კიდევ 343-მა პაციენტმა დაამარცხა. გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 12 პაციენტი.

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 1,24 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 1,49 პროცენტი.  ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 1,72 პროცენტს შეადგენს.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 26 700 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 17 307, ხოლო პისიარტესტით – 9 393.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 332 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 185 შემთხვევა, აჭარა – 20, იმერეთი – 51, ქვემო ქართლი – 8, შიდა ქართლი – 14, გურია – 13, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 18, კახეთი – 20, მცხეთა-მთიანეთი – 0, სამცხე-ჯავახეთი – 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2.

კარანტინის რეჟიმშია 245, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 1 310 ადამიანი, ხოლო კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 130 პირი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი