პოლიტიკოსები კრისტიან დანიელსონის ვიზიტის მოლოდინში

11 მარტი 2021, 11:48 971 ნახვა

ჯერ ჯერობით უცნობია როდის ეწვევა საქართველოს ევროსაბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი და გამართავს შეხვედრებს. შუამავლის მივლინება ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით, საქართველოში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი შუამავლობისა და პოლიტიკური დიალოგის პროცესის ფარგლებში გადაწყდა. დანიელსონმა პარტიებს შორის მიმდინარე დიალოგში უნდა მიიღოს მონაწილეობა კარლ ჰარცელთან ერთად.  ოპოზიციისა და ხელისუფლების წევრები მოლაპარაკებების პროცესში ევროპელი დიპლომატის ჩართვას ისტორიულ მოვლენად მიიჩნევენ. მათი შეფასებით, სწორედ ეს დღეები განსაზღვრავს საქართველოს როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან ევროინტეგრაციის პერსპექტივას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი