რაგბის კავშირს მომდევნო 4 წელი სოსო ტყემელაძე უხელმძღვანელებს. დღეს, პრეზიდენტის არჩევნების პარალელურად, "ექსპო ჯორჯიას“ შენობის ეზოში ხმაური და დაპირისპირება იყო. პროტესტის მონაწილეები ცდილობდნენ სოსო ტყემალაძესთან მიახლოებას, რისი საშუალებაც არ მისცა პოლიციამ. უშუალოდ კენჭისყრის პროცესმა კი მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.
არჩევის შემდეგ რაგბის კავშირი ახალმა პრეზიდენტმა სამომავლო გეგმებზე ჯერ ყრილობის წევრების, შემდეგ კი ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
სოსო ტყემალაძემ კავშირის არსებულ მძიმე ფინანსურ მდგომარეობაზე ისაუბრა, დავალიანების შემცირებას პირველ ეტაპზე ოპტიმიზაციით გეგმავს.
პრეზიდენტმა ყველა მხარესთან თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.