ოპოზიცია ჩვენს წინადადებაზე არ მოდის, რადგან იციან, რომ არჩევნების გაყალბება არ მომხდარა - სოზარ სუბარი

10 მარტი 2021, 13:47 590 ნახვა

სოზარ სუბარის თქმით, „ქართული ოცნების“ პოზიცია ყოველთვის იყო ურყევი, რომ დიალოგს არ აქვს ალტერნატივა.

მისივე განცხადებით, რაც შეეხება დათმობას, „ქართულმა ოცნებამ“ უკვე დათმო, როდესაც განაცხადა, რომ საგამოძიებო კომისიის ფარგლებში 1 პროცენტზე მეტი ცდომილება თუ დადგინდებოდა, მზად იყვნენ ახალი არჩევნების ჩასატარებლად.

„რაც შეეხება დათმობებს, მაქსიმალური დათმობა არის „ქართული ოცნების“ მხრიდან გაკეთებული, რომ ჩვენ მივდივართ ახალ არჩევნებზე, თუ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის ფარგლებში დადგინდა, რომ გაყალბება 1 პროცენტზე მეტს აღწევს. მაგრამ ოპოზიცია ამაზე არ მოდის მარტივი მიზეზის გამო, რომ მათ ძალიან კარგად იციან, გაყალბება არ მომხდარა. რაც შეეხება ლეგიტიმაციას, ხელისუფლების ჩაბარებისთვის 48-პროცენტი ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში არის არა თუ საკმარისი, გაცილებით მეტი. მაგალითად, საფრანგეთში ახლანდელი საპარლამენტო უმრავლესობა 28 პროცენტით არის არჩეული და არავის ეჭვქვეშ არ დაუყენებია, რომ აბსოლუტური უმრავლესობა აქვს პარლამენტში პარტიას, რომელმაც მიიღო 28 პროცენტი. ეს არის დემოკრატიის ანა-ბანა და საქართველოში ნუ იგონებენ რაღაც ახალ თამაშის წესებს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში