საყოველთაო ჯანდაცვის საბჭოს წევრებმა 2021-2025 წლების საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის განვითარების სტრატეგიის ძირითადი ამოცანები და პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს. მათი განცხადებით, ჯანდაცვის სისტემის პრიორიტეტულ მიმართულებებს ხარისხიანი სამედიცინო სერვისების განვითარება, დაფინანსების სისტემის გაუმჯობესება, პირველადი ჯანდაცვის და სახელმწიფო სექტორის გაძლიერება წარმოადგენს. ჯანმრთელობის დაცვის სისტემის განვითარების სტრატეგიაზე მუშაობა ევროკავშირის „საჯარო მმართველობის რეფორმის“ პროექტის ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს, რომელიც მარტის ბოლომდე დასრულდება. შეხვედრის შესახებ ინფორმაციასა და ვიდეომასალას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.