ამ კვირაში დავაკვირდებით ეპიდსიტუაციას, რომ ვიმსჯელოთ რამდენად უსაფრთხოდ გავიარეთ შეზღუდვების შემსუბუქების პირველი ეტაპი - თამარ გაბუნია

09 მარტი 2021, 12:20 879 ნახვა

ამ კვირაში იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დაკვირვება ეპიდემიურ ტენდენციებზე, რაც ჩვენ მოგვცემს საშუალებას, ვიმსჯელოთ რამდენად უსაფრთხოდ გავიარეთ შეზღუდვების შემსუბუქების პირველი ეტაპი - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„დღევანდელი მდგომარეოებით, 139 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სამწუხაროდ, 10 გარდაცვალების შემთხვევა იყო. ზოგადად, ტესტირება დასვენების დღეებში არ ტარდება ბევრი, დაახლოებით, 6000 ტესტი ჩატარდა. ამ კვირაში იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დაკვირვება ეპიდემიურ ტენდენციებზე, რაც ჩვენ მოგვცემს საშუალებას, ვიმსჯელოთ რამდენად უსაფრთხოდ გავიარეთ შეზღუდვების შემსუბუქების პირველი ეტაპი. რაც შეეხება კლინიკებში პაციენტების რაოდენობას, 1383 პაციენტი იმყოფება კოვიდის დიაგნოზით, აქედან 77 არის რეანიმაციულ განყოფილებაში და 278 პაციენტი მკკურნალობს ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში“ - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი