პოსტკოვიდური სინდრომის მქონე პაციენტთა კვლევა დღეიდან იგეგმება. კვლევის მიხედვით უნდა გაიწეროს ალგორითმი და დაიგეგმება თუ რა სერვისი უნდა მიეწოდოს მათ. გამოსაკვლევთა სიაში მოხვდნენ თბილისში მცხოვრები მოქალაქეები, რომლებმაც ვირუსი ბოლო 2 თვის განმავლობაში გადაიტანეს.კვლევის მიზანი პოსტკოვიდური სიმპტომის განვითარების პროცენტული მაჩვენებლის დადგენაა. უნდა გამოიკითხოს დაახლოებით 500-მდე ადამიანი.