პარლამენტი საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული ყველა საკითხის გამოკვლევას იწყებს. საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა დღეს ჩატარდება. კომისიის წევრები კვლავ მოუწოდებენ ოპონენტებს, რომ ჩაერთონ კომისიის მუშაობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ,,ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, ეს იქნება ლუსტრაცია იმისა, რომ ოპოზიციას არც ერთი მტკიცებულება არ აქვს.