რამდენიმე დღეში, ყველა ვარიანტში, ჩვენ მოლაპარაკების მაგიდასთან დავსხდებით - მამუკა მდინარაძე

08 მარტი 2021, 16:21 854 ნახვა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ აქვს.

„ვფიქრობ, რამდენიმე დღეში, ყველა ვარიანტში, ჩვენ მოლაპარაკების მაგიდასთან დავსხდებით და ამის ერთ- ერთი გარანტია არის ის, რომ შარლ მიშელმა - ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა ითავა მედიაცია ამ საკითხთან დაკავშირებით და ნებისმიერ შემთხვევაში, რაც არ უნდა 2010-2011 წლის კუდ-ის მიერ მოპოვებული, მერე დამონტაჟებული, ამოჭრილი ფრაზებით და სიტყვებით შეკოწიწებული ჩანაწერი გამოაგდონ და გამოიყენონ საბაბად, რომ გავიდნენ მოლაპარაკების მაგიდიდან, ჩვენ ყველა ვარიანტში ამ დღეების განმავლობაში, დავჯდებით მოლაპარაკების მაგიდასთან. ამის გარანტია ჩემი აზრით არის, მათ შორის, ისეთი პერსონა, როგორიც არის შარლ მიშელი.

აქედან გამომდინარე, ჩვენ მაინც ვფიქრობთ, რომ მივაღწევთ შეთანხმებას, რადგან მოლაპარაკებაზე როცა სხდებიან მხარეები, მათ უწევთ კომპრომისული წინადადებების წარმოდგენა. ამას მხოლოდ ოპოზიციაზე არ ვამბობ, ჩვენზეც ვლაპარაკობ, ჩვენ არაერთი კომპრომისული წინადადება უკვე დავაყენეთ, მივიტანეთ მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ მოლაპარაკებები და ამას ალტერნატივა არ აქვს,"- აცხადებს მამუკა მდინარაძე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი