ხმაური ბიძინა ივანიშვილის სახლთან

07 მარტი 2021, 18:30 915 ნახვა

„გამოდი ღირსებისთვის“-  ამ წუთებში მთავრობის  ადმინიტრაციასთან სამოქალაქო აქტივისტები იკრიბებიან. ტვ პირველის  მიერ გავრცელებული აუდიო ჩანაწერის შემდეგ ეს სამოქალაქო აქტივისტების  რიგით მესამე აქციაა.

მანამდე კი აქცია ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან გაიმართა. აქციაზე მყოფმა რამდენიმე მოქალაქემ ტერიტორიაზე წარწერები დატოვეს, რასაც  სამოქალაქო აქტივისტებსა და პოლიციას შორის მცირე კონფლიქტი  მოჰყვა.

ადგილზე მისულ 30-მდე მოქალაქეს რეზიდენციის შესასვლელთან პოლიციის კორდონი დახვდა.ცნობისთვის ტელეკომპანიის ინფორმაციით, რეპორტაჟში ბერა ივანიშვილი ანზორ ჩუბინიძეს და ირაკლი ღარიბაშვილს სთხოვს, პასუხი მოეთხოვათ იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებმაც მას სოციალურ ქსელში შეურაცხყოფა მიაყენეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი