ტატო ცეცხლაძის ბრალდება და რესტორან „გრილ თაუნის“ პასუხი

07 მარტი 2021, 18:25 3824 ნახვა

"ტვ პირველის" ეთერში გასული აუდიო ჩანაწერის შემდეგ ბერა ივანიშვილის მხრიდან მუქარაზე საუბრობს ამერიკაში მცხოვრები ჟურნალისტი ტატო ცეცხლაძე.

ის იხსენებს 2016 წელს, სოციალურ ქსელში დაწერილ სტატუსს, რომელიც ბერა ივანიშვილის რესტორანში ვიზიტს ეხებოდა, რასაც, შემდგომ, მისი თქმით, უშიშროების სამსახურისა და ბერა ივანიშვილის სატელეფონო ზარები, თვალთვალი და მუქარა მოჰყვა.

ცეცხლაძე ამბობს, რომ იგი მიმტანობიდან სწორედ ამის გამო გაათავისუფლეს. რესტორან „გრილ თაუნში“ მომხდარს უარყოფენ და ამბობენ, რომ ტატო ცეცხლაძე სამსახურიდან არ გაუშვიათ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი