"ტვ პირველის" მიერ გავრცელებული ჩანაწერი და მამუკა მდინარაძის პასუხი  

06 მარტი 2021, 23:43 1243 ნახვა

ცოტახნის წინ "ტვ პირველის" მიერ გავრცელდა აუდიო ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანიის ინფორმაციით, ბერა ივანიშვილი ანზორ ჩუბინიძეს და ირაკლი ღარიბაშვილს სთხოვს პასუხი მოეთხოვათ იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებმაც მას სოციალურ ქსელში შეურაცხყოფა მიაყენეს.

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, აღნიშნული ჩანაწერი ფაბრიკაციას წარმოადგენს და საზოგადოებაში საინფორმაციო ტერორს ემსახურება.

"ჩანაწერებთან დაკავშირებით უფრო ზუსტად ახლა შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის 2010 წლის ჩანაწერი. ხაზს ვუსვამ 2010 წლის და არა 2011-2012 წლების, როდესაც ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ შემოვიდა პოლიტიკაში. არაერთ, შეიძლება ათეულ ჩანაწერზეც კი არის საუბარი, საიდანაც ამოკრებილია ერთ-ერთი წითელი პრესის მედიასაშუალების მიერ სხვადასხვა ფრაზა. ეს არის აბსოლუტური ფაბრიკაცია. ჩვეულებრივი „კაგებეს“ მეთოდებით, „კაგებეშნიკურად“, წარსულში მძიმე გამოცდილების მიხედვით დამონტაჟებული.

სამწუხაროდ, საზოგადოებაში ამ მიმართულებით საინფორმაციო ტერორი მიმდინარეობს. ალბათ, უნდა შევთანხმდეთ, რომ ასეთი ქმედებები, ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს და მასში რა პოლიტიკური ინტერესიც არ უნდა იყოს, დასაგმობია. უნდა ჩამოყალიბდეს საზოგადოებრივი აზრი, რომ ასეთი ქმედებები, ყველაზე რბილი სიტყვით რომ ვთქვათ, არის დასაგმობი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი