აჭარაში წყლის სისტემის განვითარების პროექტისთვის ტენდერი გამოცხადდა. სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, გამარჯვებულ კომპანიას ევალება ხუთ მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების მილსადენების რეკონსტრუქცია ყველა სახლის დაერთებებისა და წყალმრიცხეველების ჩათვლით. 15 რეზერვუარის, 10 სათავე ნაგებობის, 5 წყლის გამწმენდი ნაგებობის, 3 სატუმბი სადგურის აშენება და რეაბილიტაცია.სოფლებსა და დაბებში წყლის სისტემის რეაბილიტაცია გერმანიის ფინანსური თანაშრომლობით KfW-ს პროექტის ფარგლებში იგეგმება. დაინტერესებულ კომპანიებს ტენდერში მონაწილეობა 21 თებერვლის ჩათვლით შეუძლიათ. სოფლებსა და დაბებში წყლის სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები 2021 წლის აგვისტოში უნდა დაიწყოს და 2024 წლის აგვისტოში უნდა დაასრულოს.