რუსეთის მხრიდან გახშირებულ პროვოკაციებსა და საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების შესახებ ისაუბრა ვიცე პრემიერმა ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს მხრიდან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრაზე. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობაზე. თავის მხრივ, თანათავმჯდომარეებმა აღნიშნეს, რომ ისინი გააგრძელებენ აქტიურ მუშაობას, რათა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები მორიგ რაუნდებზე შესაძლებელი გახდეს .