სასამართლოში ბადრი და ბიძინა ესებუების საქმეების არსებითი განხილვა დაიწყო

04 მარტი 2021, 15:31 724 ნახვა

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში საქართველოს ბანკზე შეიარაღებულ თავდასხმაში ბრალდებულის, ბადრი ესებუასა და მისი ძმის ბიძინა ესებუას საქმეების არსებითი განხილვა დაიწყო. დაცვის მხარის მოთხოვნით, საქმეები ცალ-ცალკე განიხილება.  სხდომაზე მხარეებმა მხოლოდ შესავალი სიტყვა თქვეს. დაცვის მხარემ თავის შესავალ სიტყვაში ისევ გამოკვეთა სახელმწიფოს მხრიდან ანგარიშსწორების ობიექტი. ბიძინა ესებუას გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარებას ედავება. ბიძინა ესებუას საქმის მომდევნო სასამართლო პროცესი 24 მარტს გაიმართება. რაც შეეხება ბადრი ესებუას საქმეს, ადვოკატის თქმით, დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარეს მტკიცებულებები არ წარუდგენია და პროცესი გაურკვეველი ვადით გადაიდო. ორივე საქმეზე პროცესი დისტანციურ რეჟიმში გაიმართა.სოფო

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი