პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სამსახურებრივი მდგომარეობისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენებით, დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვაში ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შპს „ორბიტას“ დირექტორი დამნაშავედ ცნო. საქმე ეხება ხიხაძირი-ბაკოს გზის მშენებლობას.