უმაღლეს საბჭოში საგაზაფხულო სესია გაიხსნა

02 მარტი 2021, 15:17 685 ნახვა

უმაღლესმა საბჭომ „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ კანონში“ ცვლილება განახორციელა. გადაწყვეტილება საკანონმდებლო ორგანომ გამარტივებული წესით მიიღო. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგროსერვის ცენტრებთან არსებული სასათბურე მეურნეობები წარმოებულ პროდუქციას დღეიდან აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სპეციალური ბრძანების გარეშე გაყიდიან.  მომხსენებელი აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ვახტანგ წულაძე იყო, რომლის განმარტებითაც აღნიშნული ცვლილება მოხსნის იმ ბიუროკტრატიულ ბარიერს, რომელიც პროდუქციის რეალიზაციას აფერხებდა. დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს საგაზაფხულო სესია გაიხსნა. დეპუტატებმა დღის წერიგით გათვალისწინებულ  კიდევ სამ  საკითხზე იმსჯელეს. შეიქმნა „ეთიკისა“ და „გენდერული თანასწორობის საბჭოები“.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი