ერთწლიანი პაუზის შემდეგ საბავშვო ბაღებს აღსაზრდელები დაუბრუნდნენ. სააღმზრდელო პროცესი სპეციალური რეკომენდაციებისა და რეგულაციების დაცვით განახლდა.
დღეს ბავშვები ვერ მივიდნენ ქობულეთის მეორე საჯარო ბაღში, სადაც პედაგოგების წინასწარი ტესტირებისას, ერთ-ერთს კოვიდ 19 დაუდგინდა.
ახალი რეგულაციების თანახმად, მშობლებს არ აქვთ ბაღის შენობაში შესვლის უფლება. აღსაზრდელებს თერმოსკრინინგს უტარებენ. აუცილებელია სათამაშოების დეზინფექცია, ასევე იცვლება ზოგიერთი თამაშისა და აქტივობის ფორმაც.