სხვადასხვა რეგულაციის მოხსნა შემსუბუქებასთან ერთად დღეიდან ბაღებიც გაიხსნა, ზუსტად ერთწლიანი პაუზის შემდეგ,სპეციალური რეკომენდაციებისა და რეგულაციების დაცვით. თუმცა, საკითხთან დაკავშირებით მშობლების აზრი ორად იყოფა, იმ ფონზე, რომ ქვეყანას ვაქცინა ჯერ არ მიუღია. კორონავირუსის შემთხევვების დაფიქსირების გამო დღეს მუშაობა არ განაახლა ქობულეთის მეორე ბაღმა.