რატომ დაგვიანდა ვაქცინის შემოტანა? - ჯანდაცვის სამინისტროს განმარტება

01 მარტი 2021, 14:25 927 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ვაქცინის მიღების შეფერხება არანაირად არ უკავშრდება იმას, თითქოს ქვეყანა ვაქცინის მისაღებად ტექნიკურად მზად არ არის. 

თამარ გაბუნიას განცხადებით, ​შუალედური კომუნიკაციების შემდეგ, „კოვაქსმა“ აცნობა, რომ არის გარკვეული დამატებითი მოთხოვნები „ფაიზერის“ მიერ, რომელიც დაკავშირებულია პასუხისმგებლობის ფინანსურ დაზღვევასთან.

"2020 წლის 18 სექტემბერს როცა შეიქმნა ,,კოვაქს პლატფორმა'' მას შეურთდა საქართველო, 8 ოქტომბერს ქვეყანამ გადაიხადა 5 მილიონი დოლარი იმისთვის, რომ გარანტირებული მოწოდება მოსახლეობის 20% წლის ბოლომდე გვქონოდა. ნოემბერში ვაქცინის დანერგვის გეგმაზე დაიწყო აქტიური მუშაობა. გეგმა შემუშავდა და დამტკიცდა 2021 წლის 21 იანვარს.

18 იანვარს ქვეყანამ ,,კოვაქს პლატფორმაზე'' გააკეთა განაცხადი მზაობის დასადასტურებლად, რომ ქვეყანა მზადაა მიიღოს ნებისმიერი ცივი ჯაჭვის ვაქცინა, "ფაიზერიც", "ასტრა ზენეკაც" და "მოდერნაც". "მოდერნა"  ამ ეტაპზე კოვაქსზე არ განიხილება, ამიტომ ჩვენ ვმუშაობთ ორ ვაქცინაზე.

28 იანვარს ქვეყანამ მზაობის შეფასების თაობაზე მიიღო დამადასტურებელი წერილი, რომ მას გადაეცემა "ფაიზერის" 29 000 დოზა და ასევე "ასტრა ზენეკას" დოზები 180-დან 300 ათას დოზამდე ეტაპობრივად.

12 იანვრის შემდეგ ქვეყანამ დაიწყო აქტიური მუშაობა შესყიდვის პროცედურებზე, როგორც მომწოდებელთან ასევე ,,კოვაქსის'' გუნდთან. ეს პროცედურა არის სტანდარტული, რადგან ჩვენ ვმუშაობთ ,,კოვაქსის პლატფორმის'' გზით.

"ასტრა ზენეკას" შემთხვევაში ქვეყანამ გაიარა პასუხისმგებლობების დაზღვევის ერთი ეტაპი და ასევე გამოხატა მარეგულირებლის მზაობა, რომ ქვეყანაში შემოსული "ასტრა ზენეკა" იქნება რეგისტრირებული. იგივე ეტაპებია გასავლელი "ფაიზერთან" მიმართებაში.

"ფაიზერთან" მიმართებაში, როცა ქვეყანაში ვაქცინის შემოსვლას ველოდით თებერვლის შუა რიცხვებიდან შუალედური კომუნიკაციების შემდეგ ,,კოვაქსმა'' გვაცნობა, რომ არის გარკვეული დამატებითი მოთხოვნები "ფაიზერის" მიერ, რომელიც არანაირად არ უკავშირდება ქვეყნის მიერ ვაქცინის მიღების მზაობას, არამედ დაკავშირებულია პასუხისმგებლობის ფინანსურ გადაზღვევასთან, რომლის დეტალებს 23 თებერვლის წერილში კოვაქსი ვერ გვატყობინებს, თუმცა გვპირდება, რომ მომდევნო კვირის განმავლობაში ჩაინიშნება სატელეფონო კომუნიკაცია, სადაც დაზუსტდება ეს პირობები.  დღესაც ველოდებით სატელეფონი ზარის ზუსტ თარიღს, სადაც უკვე საბოლოოდ შევთანხმდებით იმაზე, რომ პირობები, რომლებიც მათ ჩამოაყალიბეს და საქართველომ უკვე დაადასტურა, ქვეყანაში ვაქცინის მიღების ყველანაირი პირობა არსებობს.

ამდენად ქართული მხარის მხრიდან "ფაიზერთან" მიმართებაში შეფერხება არ ყოფილა და როგორც კი ჩვენ გვექნება მათი საბოლოო დასტური, ქართული მხარე ამ ნაწილს დახურავს და დადგება მოლაპრაკების მომდევნო ეტაპი, რაც თანხის გადახდის პროცედურებს ითვალისწინებს.

"ასტრა ზენეკასთან" მიმართებაში დაავადებათა კონტროლის ცენტრი კვირის ბოლომდე გადაიხდის თანხას პირველი დოზებისთვის, რომელიც ეტაპობრივად შემოვა ქვეყანაში და მოწოდების გრაფიკი კიდევ დაზუსტდება"-განაცხადა თამარ გაბუნიამ.

თამარ გაბუნია დღეს ,,კოვქს პლატფორმის'' მიერ გაკეთებულ განმარტებასაც გამოეხმაურა, რომელიც ,,ინტერპრესნიუსმა'' გაავრცელა და განაცხადა, რომ მათ მიმართეს ,,კოვაქს პლატფორმას'' იმ განცხადების განსამარტად, რომელიც გააკეთეს.

"დღეს "ინტერპერესნიუსის" საშუალებით გაჟღერდა ინფორმაცია თითქოს საქართველომ ვერ დააკმაყოფილა კოვაქსის მზაობის მოთხოვნები. ჩვენ მივმართეთ ,,კოვაქსს'' და ვითხოვეთ განმარტება იმ განცხადების, რომელიც გაჟღერდა ,,ინტერპრესნიუსის'' საშუალებით, რადგან იმ წერილებში, რომლებიც ჩენ გვაქვს მათგან მიღებული გადავადების მიზეზი ცალსახად არის ,,ფაიზერის'' მიერ დამატებითი მოთხოვნის დაყენება და ეს სრულიად არ უკავშირდება ქვეყნის მზაობას.

22 თებერვალს ჩვენ განმარტების სახით მივიღეთ ,,კოვაქსისგან'', "ფაიზერის" ვაქცინის გადავადების მიზეზთან დაკავშირებით, რომ უკანასკნელი 3 კვირის განმავლობაში  ,,კოვაქსის პლატფორმას'' ჰქონდა აქტიური კომუნიკაცია "ფაიზერთან", თუმცა იმის გამო, რომ "ფაიზერმა" დააყენა დამატებითი მოთხოვნები, პასუხისმგებლობის ფინანსურ გადაზღვევასთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე ვაქცინის მოწოდება, ვიდრე ,,ფაიზერი'' არ გადაჭრის ამ თემას კოვაქსთან და საქართველოს მთავრობასთან ვაქცინების მოწოდება გადავადდება. საუბარია 2-3 კვირით გადავადებაზე, მეტ გადავადებაზე ისინი არ საუბრობენ" - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

თამარ გაბუნიას შეფასებით, საქართველოში კოორნავირუსის საწინაარმდეგო ვაქცინაციის პროცესი მარტის ბოლოდან დაიწყება.

„მე ვფიქრობ, მარტის ბოლოდან უკვე რეალურად შეგვეძლება, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინით ვაქცინაცია დავიწყოთ. შესაძლოა, „ფაიზერმაც“ მოგვისწროს მანამდე. აპრილში უფრო გაიშლება, რადგან დამატებითი დოზების მოლოდინი გვაქვს“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი