ხელვაჩაურში, სტიქიის შედეგად დაზარალებული 152 ოჯახი ამ დრომდე ქირით აგრძელებს ცხოვრებას. მეწყერსაშიშ ზონაში მცხოვრებლები ქირით უსაფრთხო ადგილას ხელვაჩაურის მერიამ გაიყვანა, თითოეული ოჯახის კომპენსირებისთვის თვითმმართველობის ბიუჯეტიდან ყოველთვიურად 300-300 ლარი იხარჯება.
ხელვაჩაურის მერის განცხადებით, შესწავლილ ოჯახებს შორის 86 ადგილმონაცვლეობას ექვემდებარება, ხოლო დანარჩენ ოჯახებთან ფერდსამაგრი სამუშაოები განხორციელდება, ან საცხოვრებელი სახლების გამაგრება მოხდება.