აჭარაში ახლა ციტრუსის სეზონია, დღეს მანდარინი აქტუალური არჩევნებთან დაკავშირებითაც გახდა. რამდენიმე მოქალაქე დღეს საარჩევნო უბანზე არ დაუშვეს, მოტივად კი უკვე გავლილი მარკირება დასახელდა. თუმცა ისინი არჩევნებში მონაწილეობის უკვე მიღებას არ ადასტურებენ და ამბობენ, რომ მარკირების აპარატმა არა მარკირების სითხე, არამედ თითზე ციტრუსის კვალი დააფიქსირა.