ვახო სანაია თავდასხმას პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს

25 თებერვალი 2021, 15:24 702 ნახვა

ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტზე ვახო სანაიას  თავდასხმის ბრალდებით სამი მოქალაქეა დაკავებული.  გამოძიებით დადგინდა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულებმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჯგუფურად ფიზიკური ძალადობა განახორციელეს ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტისა და მისი მეუღლის ნათესავის მიმართ. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  შემთხვევა გუშინ გვიან ღამით, წყნეთის გზატკეცილზე მაშინ მოხდა, როცა ჟურნალისტი მეუღლესთან,  რძალთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად მანქანით  გადაადგილდებოდა. ვახო  სანაია  და მისი  ახლობლები გამოძიებამ უკვე გამოკითხა.  ჩაუტარდა ექსპერტიზა.  სანაიას  დაზიანებები სხეულისა და თავის არეში აქვს მიყენებული. დაზიანებები აქვს მის რძალსაც. ჟურნალისტი თავდასხმას მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს. იხსენებს, რომ   თავმდასხმელები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ იმ მედიასაშუალებას, სადაც მუშაობს.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში