ბათუმში ,,თავისუფლების კვარტალი” იშლება და თბილისში გადადის

25 თებერვალი 2021, 12:51 2284 ნახვა

აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციური პარტიები პროტესტს წყვეტენ და თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებს უერთდებიან.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ისინი სრულად იზიარებენ იმ მთავარ მოთხოვნებს, რომლებიც დედაქალაქში მიმდინარე აქციაზე ჟღერდება.

"ჩვენ, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ბათუმის „თავისუფლების კვარტალი“ გადაინაცვლებს საქართველოს დედაქალაქში და ბრძოლას გააგრძელებს. მადლობას ვუხდი იმ ადამიანებს, რომლებიც ერთხელ მაინც მოსულან „თავისუფლების კვარტალში“ და ძალიან ხმამაღალი პროტესტი გამოუხატავს იმ ყველაფრის შესახებ, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება",- განაცხადა გიორგი კირთაძემ.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი