"ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან სამართალდამცველები მივიდნენ - განლაგდა სპეციალური ტექნიკა

23 თებერვალი 2021, 08:06 747 ნახვა

„ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან სამართალდამცველები მივიდნენ და შენობასთან სპეციალური ტექნიკა განლაგდა.

ავტომობილი აღჭურვილია სპეციალური კიბით.

„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ნიკა მელია, მისი მხარდამჭერები და ოპოზიციის წარმომადგენლები მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ. 

მათი განცხადებით, ჰქონდათ ინფორმაცია, რომ მობილიზებულია სპეცდანიშნულების რაზმები, მზადება მიმდინარეობს „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის შტურმისთვის . მათივე ინფორმაციით, სპეცრაზმს მშვიდობიანად შეხვდებიან.

ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა. მას შემდეგ ენმ-ის ოფისში მელიას მხარდამჭერები და ოპოზიციის წევრები 24-საათიან რეჟიმში იმყოფებოდნენ.

 

ფოტო: ინტერპრესნიუსი

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი