პარლამენტთან აქციაზე 8 პირი დააკავეს

21 თებერვალი 2021, 18:30 906 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოს წინ კარავის განთავსებას პოლიციის შესახებ საქართველოს კანონი ზღუდავს. უწყება აქციის მონაწილეებს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში აცხადებენ, რომ "სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი.

ხმაური იყო დღეს პარლამენტთან. აქციაზე  8 აქტივისტი სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს. ისინი საკანონმდებლო ორგანოსთან კონსტიტუციის 100  წლის იუბილესთან დაკავშირებით კარვის გაშლას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც პოლიციამ მათ  არ მისცა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი