პარლამენტთან მიმდინარე აქციის პარალელურად კანონმდებლები ამ წუთებში მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ. მოსმენები უკვე 2 საათზე მეტია მიმდინარეობს.
დღის ბოლომდე 7 კომიტეტი მინისტრობის 6 კანდიდატს მოუსმენს. ხვალ კი პრემიერობის და მინისტრობის კანდიდატები პოლიტიკურ ჯგუფებს - საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას შეხვდებიან. ამავე დღეს პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, ნდობის გამოცხადებაზე გადაწყვეტილებას მიიღებს.