პარლამენტში 13 საათიდან მინისტრობის კანდიდატების მოსმენები გაგრძელდება. 7 კომიტეტი დღეს მინისტრობის 6 კანდიდატს მოუსმენს. ხვალ კი პრემიერობის და მინისტრობის კანდიდატები პოლიტიკურ ჯგუფებს - საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას შეხვდებიან.
ამავე დღეს პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, ნდობის გამოცხადებაზე გადაწყვეტილებას მიიღებს. მინისტრობის 4 კანდიდატს კანონმდებლებმა გუშინ მოუსმინა.მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ 2 ცვლილებაა.