ინფრასტრუქტურის პოლიტიკის პრეზენტაცია

04 სექტემბერი 2025, 13:30 267 ნახვა

თბილისის მერობის კანდიდატმა, დედაქალაქის მოქმედმა მერმა კახა კალაძემ საზოგადოებას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ინფრასტრუქტურის პოლიტიკის მიმართულებით დაგეგმილი მსხვილი პროექტები გააცნო.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მუნიციპალიტეტის მერია ხუთი ძირითადი მიმართულებით იმუშავებს. ესენია: ინფრასტრუქტურის პოლიტიკა, გარემოს დაცვის პოლიტიკა, სოციალური პოლიტიკა, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკა, ასევე, ურბანული და სატრანსპორტო პოლიტიკა.

თბილისის მერმა აღნიშნა, რომ სამომავლო ინფრასტრუქტურულ პროექტებში განსაკუთრებული ადგილი უკავია გზების მოწესრიგებას, რეაბილიტაციასა და განახლებას.მისივე თქმით, რეაბილიტირებული გზები, განახლებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ახალი კომუნიკაციები კავშირშია ტურიზმის ზრდასთან, ბიზნესის განვითარებასთან, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასთან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე