ამ წუთებში კანონმდებლები საკომიტეტო ფორმატში საგარეო საქმეთა მინისტრს უსმენს. დილიდან კი პარლამენტმა უკვე მოუსმინა ახალ და ძველ მინისტრობის 4 კანდიდატს და მათ მხარი დაუჭირა.
მაგალითად ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ თქვა, რომ 2024 წლისთვის ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი გაკეთდება - მან ეს განცხადება ბეჟან წაქაძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ასევე დეპუტატების მხრიდან კითხვები იყო შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით.