ვინ აგებს პასუხს სახლის დაზიანებაზე

19 თებერვალი 2021, 20:04 1337 ნახვა

ბათუმში ჯავახიშვილის ქუჩაზე ხუთსართულიანი სახლის კედლის ნაწილი ჩამოიშალა. მოსახლეობის თქმით, კორპუსზე ბზარები ყოველდღიურად იზრდება, რის მიზეზადაც 2018  წელს დაწყებულ მშენებლობას ასახელებენ.

ადგილობრივების განცხადებით სამი წლის წინ  ამხანაგობამ ინვესტორის დახმარებით სახლზე მიშენება დაიწყო.

სპეციალისტების დასკვნების მიხედვით შენობას გამაგრება სჭირდება. მერიამ ამხანაგობა პროექტის დარღვევის გამო  3 ათასი ლარით დააჯარიმა. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში