პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის ახალი შემადგენლობა დასაახელა. მისივე თქმით, თავდაცვის მინისტრის თანამდებობას ჯუანშერ ბურჭულაძე დაიკავებს.
"თავდაცვის მინისტრის თანამდებობას მოქმედი მოადგილე, ჯუანშერ ბურჭულაძე დაიკავებს, რომელიც სხვადასხვა დროს მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა. მას აქვს ძალიან კარგი გამოცდილება, იგი არის წარმატებული მენეჯერი, მჯერა, რომ იქნება წარმატებული თავდაცვის მინისტრი",- განაცხადა ღარიბაშვილმა.