მთავრობის განახლებული შემადგენლობა ბიუროს სხდომაზე დღეს უნდა დარეგისტრირდეს

19 თებერვალი 2021, 11:59 896 ნახვა

კანონმდებლობის თანახმად ჯამში ერთი თვეა იმისთვის საჭირო, რომ ქვეყანას ახალი შემადგენლობით მთავრობა ჰყავდეს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა სამთავრობო გუნდი და პროგრამა  პარლამენტს უნდა წარუდგინოს.  თუმცა თუ პირველ მცდელობაზე მინისტრთა კაბინეტის შემადგნელობა დეპუტატების საკმარის ხმებს ვერ მიიღებს, მაშინ კიდევ ორი კვირა რჩება იმისთვის, რომ  საკანონმდებლო ორგანომ მათ  ნდობა გამოუცხადოს.  თუკი მეორე მცდელობაზეც ვერ მიიღებს მთავრობის  ახალი შემადგენლობა პარლამენტის მხარდაჭერას, მაშინ დღის წესრიგში დგება პარლამენტის დათხოვნის საკითხი.  ეს, რაც პროცედურებს ეხება. რაც შეეხება მინისტრების ვინაობას,  ვინ იქნება ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრთა კაბინეტის ახალი სახე  და  ვინ შეინარჩუნებს თანამდებობას, ბიუროს სხდომაზე საკითხი დღის მეორე ნახევარში დარეგისტრირდება. მანამდე კი უკვე კეთდება შეფასებები, რას ნიშნავს ოპოზიციისთვის ღარიბაშვილის იმავე თანამდებობაზე დაბრუნება და რას პასუხობს მათ მმართველი გუნდი.

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი