გახარიას გზა

18 თებერვალი 2021, 20:08 1028 ნახვა

გადაწყვეტილებები და მოვლენები, რომლებიც გიორგი გახარიას სახელს უკავშირდება. 2016 წლიდან აქტიურად ჩაერთო საზოგადოებრივ საქმიანობაში,იყო ბიზნესომბუდსმენი. „ქართული ოცნების“ გუნდში მას წლების განმავლობაში სხვადასხვა თანამდებობა ეჭირა. მათ შორის იყო პრემიერის მრჩეველი, ეკონომიკურ საკითხებში.

შემდეგ ჩაიბარა მინისტრის პორტფელი, ჯერ ეკონომიკის, ხოლო 2017 წლიდან ქვეყნის პირველი პოლიციელი გახდა. შინაგან საქმეთა მინისტრად ყოფნის პერიოდში გიორგი გახარიამ თავი საზოგადოებას ღამის კლუბებზე განხორციელებული რეიდის შემდეგ „ბოდიშით“ დაამახსოვრა.

პრემიერობის პერიოდში კი 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შემდეგ იგი კრიტიკის ობიექტი არაერთხელ გამხდარა.

რეფორმები ეკონომიკაში, ინვესტიციების მოზიდვა, კრიმინალთან ბრძოლა, ამ და სხვა ცვლილებებთან ერთად გახარიამ თავი მოსახლეობას კორონავირუსის პანდემიასთან ეფექტური ბრძოლის მიმართულებითაც დაამახსოვრა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი