რატომ გადადგა გიორგი გახარია

18 თებერვალი 2021, 20:09 1374 ნახვა

2 წელიწად-ნახევრიანი მმართველობის შემდეგ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მოულოდნელი გადადგომა, ნიკა მელიას დაპატიმრების თემა, მთავრობის მეთაურის წასვლის საბაბი გახდა. თავად გიორგი გახარიას თქმით, საკითხზე მასსა და მმართველი გუნდის სხვა წარმომადგენლებს შორის აზრთა სხვადასხვაობა იყო.

პრემიერი ბრიფინგზე გაკეთებული ამ განცხადებით წავიდა, თუმცა მოგვიანებით მიზეზები „ტვიტერის“ გვერდზეც განმარტა. გადადგომის გადაწყვეტილებას მთავრობის ყოფილი მეთაური პოლარიზაციის შემცირების იმედითა და სიტუაციის დეესკალაციით ხსნის.

“კონფრონტაცია საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიულ მომავალს” - ასე ფიქრობს გახარია.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში