გიორგი გახარია გადადგა - პოლიტიკური შეფასებები

18 თებერვალი 2021, 15:01 681 ნახვა

„ქართული ოცნების“ გუნდში იწყება კონსულტაცია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის შესარჩევად. ამ წუთებში ჩაინიშნა პოლიტსაბჭოს სხდომა “ქართული ოცნების” ოფისში, 4 საათზე კი უმრავლესობის სხდომა გაიმართება. გიორგი გახარიას გადაწყვეტილება, როგორც აღმოჩნდა, მოულოდნელი იყო „ქართული ოცნების“ წევრებისთვის. ყოფილმა პრემიერმა და ირაკლი კობახიძემ დღეს აღიარეს გუნდში აზრთა სხვადასხვაობა, ნიკა მელიას მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ვადებთან დაკავშირებით. ვის მოიაზრებენ  ქართული ოცნების ხელისუფლების მეექვსე პრემიერად.

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში