ნიკა მელიას საქმე-ევროკავშირის ელჩის შეფასება

17 თებერვალი 2021, 15:22 686 ნახვა

ევროკავშირის ელჩი ეჭვობს, რომ ნიკა მელიას საქმე, მხარეების შორის საერთო ენის გამონახვის შესაძლებლობას გაართულებს და კიდევ უფრო გადაწევს მეხუთე რაუნდის გამართვის თარიღს. კარლ ჰარცელი მოუწოდებს მხარეებს, რომ გააკეთონ განცხადებები, გადადგან ნაბიჯები იმისთვის, რომ უფრო მეტად არ გამწვავდეს არსებული ვითარება. მისი განცხადებით, სასამართლო სისტემის მიმართ უნდობლობა და პოლარიზაციის მაღალი ხარისხი, ეს ის ორი ფაქტორია, რომელიც საქართველოს დემოკრატიისთვის „სახიფათო ტრაექტორიაა“.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი