მოზარდის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ბაბუას სასამართლო დღეს გაიმართება

17 თებერვალი 2021, 11:40 1349 ნახვა

ქობულეთში გარდაცვლილი14 წლის გოგონას ბაბუას მოსამართლემ დღეს აღკვეთის ღონისძიება უნდა შეუფარდოს. 76 წლის მამაკაცს არასრულწლოვანი შვილიშვილის მიმართ გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით განხორციელებული ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარაში ადანაშაულებენ. შესაძლოა გამოძიებამ ბრალი სხვებსაც  წაუყენოს. ვიოლეტა ფორჩხიძე აღკვეთი ღონისძიების შეფარდებას მხარეებთან ერთად განიხილავს. ბრალდებულის უფლებადამცველმა  საქმესთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ ისურვა.გამოძიების მიხედვით, ბაბუამ ორჯერ გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან შვილიშვილს და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მას. ბრალდებულმა დანაშაული ბრალი  ორივე ეპიზოდში აღიარა და 1-დან 3-წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. საქმეზე დაკავებულია კიდევ ერთი პირი 23 წლის ბიჭი, რომელსაც გამოძიება არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის დამყარებასა და თვითმკვლეოობამდე მიყვანას ედავება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში