ფასები, ტურიზმი და კოვიდ-19

16 თებერვალი 2021, 20:03 1323 ნახვა

საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 2021 წლის იანვარში, 2020 წლის დეკემბერთან შედარებით, 2%-ით შემცირდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი შემცირდა 4.4%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროებისფასები გაიზარდა 5.3%-ით.

2021 წლის იანვარში, 2020 წლის იანვართან შედარებით, სასტუმროების ფასების ინდექსი 19.2%-ით შემცირდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 18.5%-ით შემცირდა, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 20.7%-ით შემცირდა.

2021 წლის იანვარში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 118 ლარი შეადგინა, ხოლო 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა - 188 ლარი. 

საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასმა იანვარში 72 ლარი შეადგინა,ხოლო 5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასმა იანვარში 324 ლარი. სამცხე-ჯავახეთში, ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 420 ლარი შეადგინა, თბილისში - 417 ლარი, გურიაში - 404 ლარი, ხოლო კახეთში - 315 ლარი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი