მოზარდის თვითმკვლელობის საქმე ქობულეთში

16 თებერვალი 2021, 20:08 1330 ნახვა

მესამე სექტორი მოითხოვს, რომ 14 წლის ნინი ცეცხლაძის გარდაცვალების  საქმეზე შეიცვალოს კვალიფიკაცია და გამოძიება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით წარიმართოს – იმ დაშავებით, რომ ადგილი ჰქონდა გაუპატიურებას, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ. 

არასამთავრობო ორგანიზაციები საქმესთან შემხებლობაში მყოფი ყველა ადამიანის გამოვლენას და პასუხისგებაში მიცემას ითხოვს.

ფაქტს გაეროც გამოეხმაურა, გავრცელებულ დოკუმენტში ნახსენებია არსებული სტიგმები, ექსპლოატაცია, ბავშვთა დაცვის სისტემის ნაკლოვანებები და მართლმსაჯულებაში არსებული ხარვეზები. გამოძიება დღის განმავლობაში ინტენსიურად ჰკითხავდა გარდაცვლილი გოგოს ოჯახის წევრებს.

გარდაცვლილის ბაბუას ბრალდება ოფიციალურად წარედგინა. ბაბუა აღიარებს, რომ 10 დეკემბერს შვილიშვილზე იძალადა.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი