პარლამენტმა ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა. ახლა პროცედურის თანახმად, ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერების შემდეგ გენერალური პროკურატურა სასამართლოს დღესვე მიმართავს, სადაც გირაოს გადაუხდელობის გამო ენმ-ს თავმჯდომარის დაკავების მოთხოვნას დააყენებს.
"ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ნიკა მელიამ ბრიფინგი გამართა, სადაც პარლამენტის მიერ მისთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნის საკითხს გამოეხმაურა.