პარლამენტი ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას კენჭს უყრის

16 თებერვალი 2021, 11:43 784 ნახვა

“ქართული ოცნების“ დეპუტატები ნიკა მელიას უკვე მეორედ მოუხსნიან დეპუტატის უფლებამოსილებას - მმართველი გუნდი მზად არის პროკურატურის მიმართვა შეასრულოს.უწყება პარლამენტისგან ითხოვს თანხმობას ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენების მიზნით სასამართლოსთვის მიმართვაზე. პარლამენტში დილიდან  მიმდინარეობს საპროცედურო საკითხთა და წესების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა. სხდომაზე დასწრებას გეგმავდნენ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ადვოკატები, თუმცა, მათ ამის შესაძლებლობა არ მიეცათ. ცოტა ხნის წინ სახალხო დამცველმა პარლამენტს მოუწოდა, არ გასცეს თანხმობა ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით. ოპოზიციური პარტიები პროცესს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებენ. მმართველ გუნდში კი ფაქტს პოლიტიკური გადაწყვეტილებისგან მიჯნავენ.

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი