ბათუმში, გენერალ ასლან აბაშიძის 53 ნომერში მდებარე 12 სართულიან კორპუსში თვეზე მეტია რაც ლიფტი დაზიანებულია. როგორც აქ მცხოვრებლები ამბობენ, ლიფტის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირს ვერ მიაკვლიეს.
როგორც აღმოჩნდა ოთხი წლის წინ აშენებული კორპუსი ჩაუბარებელია, მშენებელს კი ბინები გაყიდული აქვს და ადგილზე არ იმყოფება. მათ ლიფტის შეკეთება საკუთარი ძალებით უწევთ. ბათუმის მერიაში განაცხადეს, რომ ჩაუბარებელ სახლებზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებენ, უნდა შეიქმნას ამხანაგობა და ჩაერთოს მერიის პროგრამებში.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ ჩაუბარებელი სახლების პრობლემა ბათუმში ხშირია.
მოქალაქეები რთული ეკონომიკური მდგომარეობის გამო იძულებულები არიან დაუსრულებელ სახლებში იცხოვრონ.