10 დღე დაგვჭირდება იმის შესაფასებლად, თუ რა შედეგი მოგვცა შემსუბუქებამ - ნათია თურნავა

15 თებერვალი 2021, 12:26 823 ნახვა

ნათია თურნავას განცხადებით, შემსუბუქების კალენდარი თითოეული ჩვენგანის ხელშია.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ისინი 10 დღის განმავლობაში დააკვირდებიან დადებითობის მაჩვენებელს იმის შესაფასებლად, თუ როგორია ეპიდსიტუაცია ქვეყანაში.

"დადებითობის მაჩვენებელი არის მთავარი ინდიკატორი იმის განსასაზღვრად, თუ როგორ ვითარდება ჩვენი ეპიდსიტუაცია. უმჯობესდება თუ უარესდება. ჩვენ დაგვჭირდება, ალბათ, 10 დღე იმის შესაფასებლად თუ რა შედეგი მოგვცა ისეთი დიდი სფეროების გახსნამ, როგორიცაა სკოლები, საქალაქო ტრანსპორტი, ვაჭრობა.

ბაზრობებთან მიმართებაში არ არის ყველაფერი ისე როგორც უნდა იყოს, შრომის ინსპექცია აჯარიმებს მათ და ხდება რეაგირება.

აქედან გამომდინარე, გამოჩნდება შემდეგი ნაბიჯის თარიღი. თითოეული ჩვენთანაგანის ხელშია შემსუბუქების შემდგომი კალენდარი" - განაცხადა ნათია თურნავამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი