თავად ნიკა მელია კამერებთან ჯერ არ გამოჩენილა. ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ოცნების გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. „ვერ დამიჭერთ ვერც მურუსიძის სასამართლოთი და ვერც პარლამენტით, ვერც ამ დაჭერობანას თამაშით გამტეხავთ - ჩემი ფეხით ციხეში მისვლას ვერ ეღირსებით.
ვერ დამიჭერთ, რადგან საქმე ჩემს დაჭერას კი არ ეხება, ეხება იმ თავისუფლების იდეის დაჭერას, რომელმაც სპონტანურად იფეთქა 20 ივნისის ღამეს და ათასობით აღშფოთებული ადამიანი გაგვაერთიანა. - წერს სოციალურ ქსელში ნიკა მელია.