ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ხასიათის ძალადობა - სალომე ზურაბიშვილი

12 თებერვალი 2021, 21:32 1292 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი ქობულეთში მომხდარ არასრულწლოვანი გოგონას თვითმკვლელობის ფაქტს ეხმიანება.  

„14 წლის გოგონას თვითმკვლელობა ტრაგედიაა!

ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის და უპირველესად ქალისთვის, მომხდარი ძალიან მძიმეა და კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ხასიათის ძალადობა!

დამნაშავე უნდა დაისაჯოს, რათა არ წახალისდეს ძალადობა. მსგავსი საკითხების მიმართ ჩვენი დამოკიდებულება კი, უნდა იყოს მკაცრი და ცალსახა!“ - წერს სალომე ზურაბიშვილი.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში