ნიკა მელია გადაწყვეტილების მოლოდინში

12 თებერვალი 2021, 15:11 929 ნახვა

ნიკა მელიას გირაოს გადახდის ვადა ზუსტად სამ საათში, საღამოს 6-საათზე ეწურება. ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე ამბობს, რომ უკანონოდ დაკისრებულ გირაოს არ გადაიხდის.

პარტიაში ეჭვობენ, რომ „ქართული ოცნება“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად ნიკა მელიასთვის ფარულად თანხის ჩარიცხვას გეგმავს. ის ისევ მოუწოდებს საზოგადოებას, რომ არ სცადონ მისთვის თანხის ჩარიცხვა, რადგან მისი თქმით, ხელისუფლება მას უკანონოდ დევნის.

''ქართული ოცნება'' კი მელიას ისევ ურჩევს  გირაო გადაიხადოს. რა გადაწყვეტილებას მიიღებს პროკურატურა მას შემდეგ, რაც უწყების მიერ დადგენილი ვადა ამოიწურება ჯერ ისევ უცნობია.

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი