კორონავირუსით დაავადებული ტრამპის მძიმე მდგომარეობას არ ამხელდნენ

12 თებერვალი 2021, 14:04 1233 ნახვა

2020 წლის ოქტომბერში აშშ-ის ხელისუფლებამ დაფარა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კორონავირუსით დაინფიცირებული პრეზიდენტ დონალდ ტრამპის  ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად მძიმე  იყო.  სპეციალისტები შიშობდნენ, რომ პრეზიდენტს  ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის  აპარატი დასჭირდებოდა.  ამის შესახებ გამოცემა ნიუ-იორკ თაიმსი წერს.    

გამოცემის თანახმად,  ტრამპის მდგომარეობა გაცილებით ცუდი იყო, ვიდრე ამას საჯაროდ აცხადებდნენ.   სისხლში ჯანგბადის შემცველობა 90-ზე ნაკლებ პროცენტს შეადგენდა  და მას  პნევმონიის დამახასიათებელი სიმპტომებიც აღენიშნებოდა. 

ტრამპი თავდაპირველად უარს ამბობდა სამედიცინო ცენტრში გადაყვანაზე, თუმცა მოგვიანებით დათანხმდა.  2020 წლის 2 ოქტომბერს  ტრამპმა ტვიტერშიდაწესრა, რომ მასა და მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდათ. იმ დღესვე იგი უოლტერ რიდის სახელობის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. სამედიცინო დაწესებულება ტრამპმა 5 ოქტომბერს დატოვა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი